წმ. მამა გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრება.
ფილმი პირველი.
მამა გაბრიელი. ფილმი პირველი.
პატრიარქის ქადაგება 26.05.2013
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს.
პატრიარქის ქადაგება 02.06.2013
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 02.06.2013
შეგიძლიათ აქვე უყუროთ ან გადაიწეროთ
online ვერსია:
გადმოსაწერი ვერსია:
ფაილი ატვირთულია: bin.ge -ზე
ხანგრძლივობა: 17 წუთი
ზომა: 58 მბ
პატრიარქის ქადაგება 09.06.2013
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 09.06.2013
შეგიძლიათ აქვე უყუროთ ან გადაიწეროთ
online ვერსია:
გადმოსაწერი ვერსია:
ფაილი ატვირთულია: bin.ge -ზე
ხანგრძლივობა: 10 წუთი
ზომა: 35 მბ
პატრიარქის ქადაგება 13.06.2013
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 13.06.2013
შეგიძლიათ აქვე უყუროთ ან გადაიწეროთ
online ვერსია:
გადმოსაწერი ვერსია:
ფაილი ატვირთულია: bin.ge -ზე
ხანგრძლივობა: 6 წუთი
ზომა: 20 მბ
პატრიარქის ქადაგება 16.06.2013
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 16.06.2013
შეგიძლიათ აქვე უყუროთ ან გადაიწეროთ
online ვერსია:
გადმოსაწერი ვერსია:
ფაილი ატვირთულია: bin.ge -ზე
ხანგრძლივობა: 10 წუთი
ზომა: 32 მბ
წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი)
წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს.
ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.
ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ.
მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.
თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.
წყარო: orthodoxy.ge
ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ („მოწყალე“)
ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის დასარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო.
როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს – „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა…“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.
მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყვალ ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას „ღირს არსს“ აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოსის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ღირს არსის სახელითაა ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.
წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.
პატრიარქის ქადაგება 23.06.2013
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 23.06.2013
შეგიძლიათ აქვე უყუროთ ან გადაიწეროთ
online ვერსია:
გადმოსაწერი ვერსია:
ფაილი ატვირთულია: bin.ge -ზე
ხანგრძლივობა: 06 წუთი
ზომა: 19 მბ
წმიდა ანთიმოზ ივერიელი
წმიდა ანთიმოზ ივერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო რუმინული ენისა, ბრწყინვალე მწერალი და აღიარებული ორატორი.
ანთიმოზ ივერიელმა სიცოცხლე შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეულ ვლახეთის გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოტთა უღლისაგან. ცნობები ამ საოცარი ადამიანის სიყრმისა და სიჭაბუკის შესახებ მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის იყო სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ჭაბუკი არჩილ მეფეს ახლდა რუსეთში და დიდად ეხმარებოდა ქართული სტამბის ჩამოყალიბებაში. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა შეიპყრეს და მონად გაყიდეს. ტყვეობიდან ის გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი ანთიმოზმა თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი დაახლოებით 1690 წელს ვლახეთის მეფის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთში წავიდა. ანთიმოზი ვლახეთში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმეს. ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელს ქვეყანაში არნახული გაქანება ჰპოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და ამაგდარი იყო საქართველოდან გადახვეწილი ქართველი ოსტატი, რომელიც ყველგან და ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ „ძირით ქართველი“ იყო. ანთიმოზ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა.
1694 წელს ანთიმოზი დანიშნეს სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად. მან აქ საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა“. მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხეილ იშტვანოვიჩი.
1705 წელს ანთიმოზს, „რჩეულს ვლახეთის რჩეულ წინამძღვართა შორის“, ხელი დაასხეს რიმნიკის ეპისკოპოსად, ხოლო 1708 წელს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. ანთიმოზის მიტროპოლიტად დადგინება მთელი ქვეყნისთვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: „მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად“.
წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი ქალაქ ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მიტროპოლიტმა ტიპიკონიც შეუდგინა ყოველთა წმიდათა მონასტერს. ანთიმოზი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს, სახელდობრ, მან ყოველთა წმიდათა მონასტერი ბერძნული ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.
მიტროპოლიტად დადგინების დღიდან წმიდა ანთიმოზმა დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის უცხოელ დამპყრობთა ჩაგვრისაგან. პირველსავე დღეს მრევლის წინაშე წარმდგარმა ანთიმოზმა თქვა: „მართლმადიდებლობა თქვენ შეინარჩუნეთ წმიდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით აურაცხელ გასაჭირსა და უბედურებას, რაც ყოველთვის გამომდინარეობს იმათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე. თუმცა მე ვიყავი უღირსი და უმცროსი სხვათა შორის, ვითარცა დავითი იყო უმცროსი თავის ძმებს შორის, ღმერთმა არ შეხედა ჩემს სიღარიბეს და უცხოელობას. დაე, თქვენთან ერთად მე თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს ჩვენ დრო და ჟამი“.
მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1714 წელს თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინოკვიანუ, ხოლო 1716 წელს – უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი და სამეფო ტახტზე აიყვანეს ფანარიოტი ნიკოლო მავრიკორდატი, რომლის მთელი საქმიანობა მიმართული იყო თურქეთის ინტერესების დასაცავად ვლახეთში.
ამ მძიმე დღეებში ანთიმოზ ივერიელმა თავის გარშემო შემოიკრიბა ვლახელ ბოიართა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო გაენთავისუფლებინა ვლახეთი როგორც თურქთა, ასევე ფანარიოტთა ბატონობისაგან. კონკრეტული ღონისძიებებიც დაისახა, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, ნებაყოფილობით უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, „შეთქმული და რევოლუციისკენ წამქეზებელი მეამბოხე“ ანთიმოზი შეაჩვენა, განკვეთა ეკლესიიდან და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად“, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა ანთიმოზ ივერიელის უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტობიდან გადაყენება, ამიტომ გადაწყვიტა, მოეშორებინა ვლახეთიდან. მან მიაღწია იმას, რომ წმიდა ანთიმოზი საბოლოოდ გააძევეს სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში. რუმინელი ხალხის ერთგული და მოსიყვარულე მიტროპოლიტი შუაღამისას გაიყვანეს ქალაქიდან, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ, მაგრამ სინას მთამდე ანთიმოზ ივერიელს არ მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე თურქმა ჯარისკაცებმა ასო-ასო აკუწეს ანთიმოზ ივერიელი და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.
ასე დამთავრდა სიცოცხლე კიდევ ერთი ქართველი წმიდანისა, რომელმაც მთელი თავისი დაუშრეტელი ცოდნა, ნიჭი, ენერგია ვლახი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს მოახმარა.
1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე. ქართული ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.
წყარო: „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“
ნეტარი აგვუსტინე
ეტარი ავგუსტინე, დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი, დაიბადა 354 წლის ნოემბერში, ჰიპონიის მახლობლად, სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ ტოგასტაში. მამამისი – პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე აღესრულა. იგი ცდილობდა, ავგუსტინესთვის კარგი განათლება მიეცა, მაგრამ მისი ზნისა და ხასიათისათვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. დედას, მონიკას, ჭეშმარიტად ქრისტიანული აღზრდა ჰქონდა მშობლებისაგან მიღებული და გამოირჩეოდა კეთილი ბუნებითა და სათნო, მშვიდობისმოყვარე ცხოვრებით. მონიკა 23 წლის იყო, როდესაც ავგუსტინე შეეძინა, საკუთარ შვილს ყრმობიდანვე ასწავლა და შეაყვარა იესოს სახელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავგუსტინე მაინც უზნეობასა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ეს განაპირობა მისი დროის მანკიერ ზნე-ჩვეულებათა გარემოცვამ, ცუდი მეგობრების წრემ და თავისუფალმა ცხოვრებამ. ჭაბუკი ავგუსტინე აფრიკელისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით ჩაეფლო გარყვნილებაში, ბიბლია მკვდარ წიგნად მიაჩნდა და მას ისე კითხულობდა, როგორც პოლემისტი. მისთვის დაიხშო სულიერი კარიბჭე, რადგან გულწრფელობისა და მორჩილების გარეშე მიეახლა საღმრთო წერილს.
17 წლის ავგუსტინე კართაგენში გაემგზავრა განათლების მისაღებად. აქ იგი იოლად აღმოჩნდა მანიქეველთა ბადეში, რომელნიც თუმცა ხშირად ახსენებდნენ მაცხოვრის სახელს, მაგრამ თავისი სწავლებითა და ცხოვრების წესით მტრები იყვნენ ქრისტეს ეკლესიისა. მათმა სწავლებამ ავგუსტინე საკუთარი ცოდვებისთვის გამართლების ძიების სენით დაავადა. ცოდვები უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა და მათ თავისი ნების გამოხატულების შედეგად კი არ მიიჩნევდა, არამედ როგორც გარეშე ბოროტი ძალის ტირანიას. ჭაბუკი ავგუსტინე ისე ღრმად ჩაეფლო ამ მწვალებლურ ჭაობში, რომ მეგობრები და ნაცნობებიც კი ჩაითრია. ცხრა წლის განმავლობაში იყო იგი მანიქეველი. შემდგომ ავგუსტინეში თანდათან ეჭვმა დაისადგურა მანიქეველთა მოძღვრების მიმართ. მან დაინახა, რომ ისინი ნგრევაში უფრო წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე შენებაში. ავგუსტინემ განიზრახა კართაგენის დატოვება.
ნეტარი ავგუსტინეს დედა, მონიკა, უსაზღვროდ დამწუხრებული იყო შვილის მანიქეველობით. მან არ მოისურვა გზასაცდენილთან ერთად ცხოვრება და აღარც ტრაპეზს იყოფდა მასთან. მონიკა ისე დასტიროდა შვილს, როგორც მკვდარს და მოუკლებლად ლოცულობდა, რათა იგი ღმერთს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ მოექცია. ხედავდა რა დედის ამგვარ მეცადინეობას, ერთმა ეპისკოპოსმა ის ასე დაამშვიდა: „იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობ და შეუძლებელია, რომ დაიღუპოს შვილი ამ ცრემლებისა“.
სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ გრამატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 29 წლის, იგი შეხვდა მართლმორწმუნეთაგან სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ „ეპისკოპოს“ ფავსტს. მასთან ურთიერთობისას ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებაში და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა აღმოაჩინა. ფავსტთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე რომში გაემგზავრა. ამ დროს იგი წერდა: „ისწრაფე იქით, საიდანაც ანათებს ჭეშმარიტება“. რომში ავგუსტინე დიდხანს არ გაჩერებულა, იგი თავის მეგობარ ალიპიუსთან ერთად მილანს გაემგზავრა, რათა წმიდა ამბროსი მედიოლანელის ქადაგება მოესმინა. „მე მასთან ღმერთმა მიმიყვანა, რათა მის მიერ ღმერთთან მივსულიყავი“, – წერდა იგი შემდგომ. წმიდა ამბროსიმ ის მამობრივი სიყვარულით მიიღო. მისი ქადაგების მოსმენა ავგუსტინეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. მალე დიდი მღვდელმთავრის მეთვალყურეობით საღმრთო წერილის შესწავლა დაიწყო. ღმრთის სიტყვამ მასზე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა. ავგუსტინე და ალიპიუსი კატეხიზატორთა ბეჯითი და მორჩილი მოწაფენი შეიქმნენ, თუმცაღა ნიჭითა და ცოდნით ბევრად აღემატებოდნენ თავიანთ მასწავლებლებს. 387 წელს, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ავგუსტინე ალიპიუსთან ერთად მოინათლა, მთელი თავისი ქონება ქვრივ-ობოლთ დაურიგა და ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. საოცარია მისი უკანასკნელი საუბარი დედასთან. „.ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამქვეყნად დიდხანს მეცოცხლა, ის იყო, რომ სიკვდილამდე მეხილე მართლმადიდებელ ქრისტიანად. ღმერთმა კი უფრო მეტიც მომმადლა – დღეს ვხედავ, რომ ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულხარ და თავი უფლისათვის მიგიძღვნია. მაშ, რაღა დამრჩენია მე ამქვეყნად“. ხუთი დღის შემდეგ მონიკამ უფალს მიაბარა სული.
391 წელს ჰიპონიის ეპისკოპოსმა ვალერიმ ავგუსტინეს პრესვიტერის წოდება მიანიჭა. მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო ნეტარი მამის მოღვაწეობა ამ ხარისხში. მან დააარსა პირველი ქალთა მონასტერი აფრიკაში. მავრიტანიაში მისი მეცადინეობით აღიკვეთა საშინელი ადათი, რომლის დროსაც ქალაქის მცხოვრებნი ორ შეიარაღებულ ნაწილად იყოფოდნენ და ერთმანეთს ებრძოდნენ.
თავისი ცხოვრების ორმოცდამეხუთე წელს ავგუსტინე ეპისკოპოსად აკურთხეს. მალე მან ჰიპონიის კათედრა დაიკავა. მღვდელმთავრობის ოცდათხუთმეტი წელი ნეტარმა მამამ მანიქევლობის, დონატეველობისა და პელაგეველობის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ამ პოლემიკაში იგი მხოლოდ კალამს როდი სჯერდებოდა, არამედ პირად დისპუტებში ამარცხებდა მწვალებელთ, მისი საუბრები კი შემდგომ მორწმუნეებში ვრცელდებოდა. ნეტარი ავგუსტინეს სახლი მუდამ ღია იყო ყველასათვის. მის მაგიდაზე ასეთი სიტყვები ეწერა: „ვისაც უყვარს ზურგს უკან ყვედრება სხვათა ცხოვრებისა, იცოდეს, რომ ეს მაგიდა ამხილებს მას“. მისი ქადაგებები განკუთვნილი იყო უბრალო მეთევზეებისა და ხელოსნებისათვის და არა ანტიოქიელი თუ კონსტანტინეპოლელი არისტოკრატიისათვის. ამ ქადაგებათა უბრალოება მეტად ახლოს იყო სახარების სულთან.
ნეტარი ავგუსტინე მრავალი საკვირველი ჩვენების ღირსი გახადა უფალმა. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო ყრმა იესოს ხილვა, რომელსაც სურდა, მთელი ოკეანე ერთ პატარა ქვიშის ორმოში მოექცია. სწორედ ამ დროს ავგუსტინე ცდილობდა, საკუთარი გონებით ჩასწვდომოდა წმიდა სამების საიდუმლოს. ამ ხილვით კი ღმერთმა ნეტარ მამას კიდევ ერთხელ დაანახა სასრულობა და უმწეობა ადამიანის გონებისა. წმიდანი თავადაც ბევრ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით არაერთი სნეული განკურნებულა.
430 წელს ჰიპონია ვანდალებმა გადაწვეს. ერთადერთი, რაც ღვთის ნებით ცეცხლს გადაურჩა, ნეტარი ავგუსტინეს ბიბლიოთეკა იყო. კართაგენიც მალე დაეცა. ჩრდილო აფრიკის ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავგუსტინე იყო ჰიპონიის უკანასკნელი ეპისკოპოსი. მან საკუთარი თვალით იხილა საყვარელი ქალაქის სიკვდილი, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი 430 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.
ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალი თხზულება (მისი ბიოგრაფის თქმით, მათი რაოდენობა ათას ოცდაათს აღემატება). აღსანიშნავია მისი „აღსარებანი“, „ღვთის ქალაქის შესახებ“, ჩვიდმეტი წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ, კომენტარები დაბადების წიგნისა და სხვა. იგი ცდილობდა, მისი ნაწერები ყველასათვის მისაწვდომი და სარგებლის მომტანი ყოფილიყო. „უმჯობესია გრამატიკოსებმა განგვაქიქონ, ვიდრე ჩვენი აზრები ხალხისათვის გაუგებარი იყოს“. – ამბობდა იგი
პატრიარქის ქადაგება 30.06.2013
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 30.06.2013
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის შემდეგ მრევლს არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ უქადაგა
შეგიძლიათ აქვე უყუროთ ან გადაიწეროთ
online ვერსია:
გადმოსაწერი ვერსია:
ფაილი ატვირთულია: bin.ge -ზე
ხანგრძლივობა: 13 წუთი
ზომა: 44 მბ
ბეთანიელი მამები
ბედისწერა
აქტუალური თემა – ბედისწერა
ფატალიზმი, ბედისწერა
ფატალიზმი, ბედისწერა – გვესაუბრება დეკანოზი ლევან მათეშვილი
ტოლენატობა
ტოლენატობა – გვესაუბრება დეკანოზი ლევან მათეშვილი
რატომ ვამბობთ აღსარებას ზიარების წინ?
რატომ ვამბობთ აღსარებას ზიარების წინ – გვესაუბრება დეკანოზი ლევან მათეშვილი
“მღვდლები”მეტროში
“მღვდლები” მეტროში – გვესაუბრება დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
დალოცვა
დალოცვა და მისი მნიშვნელობა. ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან
პატრიარქის ქადაგება 07.07.2013
გთავაზობთ უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ს ქადაგებას ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 07.07.2013
შეგიძლიათ აქვე უყუროთ ან გადაიწეროთ
online ვერსია:
გადმოსაწერი ვერსია:
ფაილი ატვირთულია: bin.ge -ზე
ხანგრძლივობა: 22 წუთი
ზომა: 75 მბ